|
2016-03-07 14:37:18, 368 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქვეყნის განვითარების მომავალზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე სწორედ ამასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება მოხდება. “პრემიერმინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი. საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარებისა, ასევე ქართულ ოცნებას და, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტსაბჭოზე სალაპარაკო შესათანხმებელი გარკვეული საკითხები“, - განაცხადა კალაძემ. მინისტრის თქმით, პრემიერსა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო კოალიციაში შემავალ პარტიებთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)