07:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:08:41, 548 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება

90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა, რაც იმედია მომცემია. სასიხარულოა, რომ არის ახალი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დაავადებასთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე კომენტირებისას განაცხადა.

კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდა. პრემიერმა აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"აშშ-ს დახმარების გარეშე საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემების გადაჭრა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 7 ათასამდე ბენეფიციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი 3 500-მა პაციენტმა დაასრულა. 90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა, რაც იმედია მომცემია. სასიხარულოა, რომ არის ახალი, ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დაავადებასთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტიანია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროექტზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება ამ პროგრამის განსახორციელებლად. ახალი პრეპარატების შემოტანის ფონზე განკურნებული პაციენტების მაჩვენებელი აიწევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა მიმდინარეობს.

"სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართულები, მომავალ პაციენტებს გამოცდილებას უზიარებენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა წლის განმავლობაში პროგრამაში 20 ათასამდე ბენეფიციარი ჩაერთვება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics