|
2025-01-31 19:01:40, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს
The New York Times უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ. უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების ზრდა გამოწვეული იყო მათ რიგებში დეზორგანიზაციით და რუსულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის ნაკლებობით. The New York Times-ის კიდევ ერთი წყარო, ამერიკელი ოფიციალური პირები კი თვლიან, რომ გადაწყვეტილება ჩრდილო კორეელების ფრონტის ხაზიდან გაყვანაზე დროებითი შეიძლება იყოს და დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, ისინი შესაძლოა, ისევ დააბრუნონ ომში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)