|
2025-01-31 17:53:55, 560 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი
საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წერს X-ის საკუთარ გვერდზე. “თავისუფლება მზია ამაღლობელს! საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” - წერს ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "აბუჩად იგდებს დემოკრატიას". “რუსული რეჟიმი საქართველოში! გუშინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დასანქცირებულები არიან საპოლიციო ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და დემონსტრანტების არასათანადოდ მოპყრობაში. მმართველი პარტია აბუჩად იგდებს დემოკრატიას!” - წერს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)