|
2025-01-31 17:23:46, 562 ნახვა
პოლიტიკა
ოთხი ოპოზიციური პარტია მიმართავს სირიის ხელისუფლებას, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება
ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს. “ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, სათავეში უდგას ქვეყანას. ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო. 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება. ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვახორციელებთ პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება”, - განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)