19:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:52:59, 377 ნახვა

პოლიტიკა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 20 ათასი ადამიანია ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდა.

მინისტრმა იმ სიახლეებლზეც გააკეთა აქცენტი, რაც პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

"ეს პროექტი შარშან დაიწყო და პროექტში 5 ათასი ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობა მოიაზრებოდა. ამ პროგრამაში ამჯამად 7 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული, ხოლო შემდგომ წელიწადში 20 ათას პაციენტს მოიცავს", - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პროგრამის მეორე ეტაპი ავტომატურად დაიწყო და იმდენ ხანს გასტანს, რამდენიც ბოლო პაციენტის განკურნებას დასჭირდება.

მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ორი მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიკვეთა.

"პირველი ეს არის ახალი, მძლავრი პრეპარატი "ჰარვონი", რომელსაც უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. მეორე სიახლე იქნება ახალი მომსახურების ცენტრი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ერთი და იგივე დროის მონაკვეთში მკურნალობის პროცესში ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics