|
2016-03-07 13:49:49, 371 ნახვა
პოლიტიკა
ეკა მიშველაძემ საზმაუს სასამართლოში უჩივლა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ეკა მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის" დახურვის საკითხზე ტელეკომპანიის გენდირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. "ვთვლი, რომ სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება უკანონო იყო. ძალიან მიხარია, რომ იგივეს ფიქრობენ იურისტები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი. დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე დასრულდება ჩემი გამარჯვებით, რაც იქნება მაგალითი ყველა ჟურნალისტისთვის, მედიის ყველა წარმომადგენლისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის ქვეყანაში, რომ უსამართლობა ისჯება," - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდსა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. შეგახსენებთ, ეკა მიშველაძეს გადაცემა შემოდგომით დაუხურეს. მოგვიანებით, მასსა და ტელეკომპანიის გენდირექტორს გიორგი ბარათაშვილს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც ეკა მიშვლეაძე ეთერში ახალი მოდერნიზებული ფორმატით იანვარში გავიდოდა, თუმცა პირობა აქაც დაირღვა და მიშველაძის გადაცემა ისევ არ გავიდა ეთერში. მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად მიშველაძის პროექტი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ დაიწუნა, ვინაიდან მსგავსი ტიპის გადაცემა პირველი არხის ეთერში უკვე გადიოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)