|
2025-01-31 12:42:42, 359 ნახვა
პოლიტიკა
საია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში უკანონო და რეპრესიულ ცვლილებებს ეხმიანება
საია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში უკანონო და რეპრესიულ ცვლილებებს ეხმიანება. "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში უკანონო ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით დიპლომატიური სამსახური პარტიულ ინტერესებს სრულად ექვემდებარება, ხოლო დიპლომატიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს უმძიმდებათ უფლებრივი მდგომარეობა. ცვლილებების თანახმად: დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონს. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია. ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 28 იანვრიდან შევიდა, ხოლო ბრძანება მაცნეზე შეცდომით 2025 წლის 28 ნოემბრითაა დათარიღებული, რაც სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის. საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს: გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)