|
2016-03-07 13:25:56, 414 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - ხიდაშელი ისეთ საკითხებზე ჩაერთო დებატებში, რომელიც მის კომპენტენციაშია, ყურძნის მოსავალზე არ უსაუბრია
„მთავროვის სწორ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პრემიერია და მინისტრები ვალდებული არიან, მიყვნენ მის მითითებებს და ხედვებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა დებატებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მის კომპენტენციაში არ ყოფილა. „გამიჭირდება თავდაცვის მინისტრის დაცვა. ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ მიგანიშნებთ იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა საჯარო დებატებში საკითხზე, რომელიც ეხებოდა ვთქვათ ყურძნის მოსავალს. თავდაცვის მინისტრი ჩართული აღმოჩნდა საჯარო დებატებში იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციაში და მის უწყებაში შემავალ საკითხებს უკავშირდებოდა. მთლად გვერდზე გასვლა ამ თემიდან შეუძლებელი იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)