|
2025-01-31 11:14:50, 1015 ნახვა
პოლიტიკა
გაბრელიუს ლანდსბერგისი - ევროპა არ არის მზად რუსეთის აგრესიისთვის, ჩვენ გვჭირდება ამერიკელები
გაბრელიუს ლანდსბერგისმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკავშირის ურთიერობებზეც ისაუბრა. როგორც ლანდსბერგისი აცხადებს, კითხვა ასეთია: რა შეუძლია ევროპას გააკეთოს ტრამპისთვის? რაარის ევროპის პოლიტიკა და რა სჭირდება მას ტრამპისგან. გაბრელიუს ლანდსბერგის თქმით, ევროპას სჭირდება თავდაცვა, უსაფრთხოება. ევროპელები არ არიან მზად რუსეთის აგრესიისთვის და მათ სჭირდებათ ამერიკელები - ,,ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა რაღაცას ველოდებით ტრამპისგან".
მისივე შეფასებით, ის, რაც ტრამპმა უკრაინის შესახებ თქვა, რომ პუტინმა უნდა შეაჩეროს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებს უნდა ელოდოს, მნიშვნელოვანი განცხადება იყო. ,,რაც თქვა [ტრამპმა] გრენლანდიაზე, შესაძლოა ცოტა აღმაშფოთებელი იყოს. მაგრამ ჩვენ ველოდებით. ველოდებით უკრაინის შესახებ, ველოდებით გრენლანდიის შესახებ, ველოდებით პანამაზე... რა არის ჩვენი სტრატეგია? რა უნდა გააკეთოს ევროპამ? არის რაიმე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ თუ უბრალოდ უნდა ველოდოთ? ვფიქრობ, რომ მხოლოდ მოლოდინში არ უნდა ვიმყოფებოდეთ“ - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)