|
2016-03-07 13:25:49, 582 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ფონდი „Salve“ დაარეგისტრირა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა დღეს იუსტიციის სახლში ფონდი „Salve“ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის მიზანი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება და სოციალურად დაუცველ ახალშობილებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობაა. „ფონდი „სალვე“ ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განრიდება ქუჩისგან. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალშობილთა დაბადების რეგისტრაციისას იუსტიციის სახლებში სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ. პაკეტში, სხვა საბაზისო საჭირო ნივთებთან ერთად, ის ვიტამინებიც იქნება, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ამ დეფიციტის აღმოფხვრა ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. ამიტომაც, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, „სალვეს“ ერთ-ერთი მიზანი ბავშვების კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იქნება. ფონდი გასულ კვირას ყაზბეგში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გალა ვახშამზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა დააფუძნეს. მისი პირველი შემომწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან. ყაზბეგშივე გაიმართა აუქციონი, სადაც მოწვეულმა ბიზნესმენებმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის სხვადასხვა ორგანიზაციის, ხელოვანთა და სპორტსმენთა მიერ გადაცემული ნივთები შეიძინეს. პირველი 10 ათასი ლარი უკვე შეგროვდა, რაც იმედს იძლევა, რომ ბავშვებისათვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება 1 ივნისიდან შესაძლებელი გახდება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. „სალვეს“ საადვოკატო მომსახურებას საერთაშორისო საადვოკატო ფირმა „დეკარტის“ ხელმძღვანელი საქართველოში ნიკოლა მარიანი გაუწევს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)