|
2025-01-30 16:28:02, 402 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი: EU-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის მზად არიან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის წევრი ის 23 ქვეყანა, რომელიც ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც არის გაერთიანებული, სავარაუდოდ, დათანხმდება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ამის შესახებ მან პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. "წევრ ქვეყნებს შორის არსებობს გონივრული კონსესუსი ამ გზის [ხარჯების ზრდის] გაგრძელების შესახებ. მივიჩნევ, რომ ივნისში, NATO-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებელი აუცილებლად 2%-ზე მაღალი გახდება. იქნება ეს 5% თუ 3% არ ვიცი, ეს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ". - თქვა კოშტამ. კოშტას თქმით, მომდევნო კვირაში ჩანიშნულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისინი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებზე იმსჯელებენ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)