|
2025-01-30 13:46:58, 497 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის დიქტატურა, ესენი არიან დღევანდელი მოსამართლეები და სასამართლოები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. პრეზიდენტმა მწვავე კომენტარები გააკეთა საქართველოს ხელისუფლების შესახებ. „როგორ შეიძლება, რომ ათობით ადმინისტრაციულ საქმეში და 53 კრიმინალურ საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართებული იყოს? ეს არის დიქტატურა. ესენი არიან დღევანდელი მოსამართლეები და სასამართლოები… რუსები და ივანიშვილის მონები.“, – განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ევროპულ ინსტიტუტებსა და მათ მხარდაჭერას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას. "საპარლამენტო ასამბლეამ 3 თვიანი გაფრთხილება მისცა მმართველ პარტიას, შეასრულოს პირობები (ახალი არჩევნები, თავისუფალი პოლიტპატიმრები, პოლიციის ძალადობის შეწყვეტა) ან გაირიცხოს ორგანიზაციიდან. ეს არის დიდი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ სამწუხარო, რადგან ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო!, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანია - "ეს არის ჩვენი საერთო სტრატეგია ალტერნატივის გარეშე, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის!"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)