|
2025-01-29 15:07:40, 397 ნახვა
მსოფლიო
ბოლო 24 საათში შვედეთში ექვსი აფეთქება მოხდა
შვედეთში აფეთქებების რეკორდული რაოდენობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს, – ამის შესახებ შვედური მედია წერს. როგორც მედია იუწყება, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვედეთში ექვსი აფეთქება მოხდა. „დაკავებულს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ აფეთქებებში. ამის მთავარი მიზეზებია ის, რომ შვედეთის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გზით აკონტროლებენ და კოორდინირებას უწევენ ამას, ასევე ის, რომ არის ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ეს დავალებები“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მაქს ოკერვალმა. მიმდინარე წელს შვედეთში უკვე 30-ზე მეტი აფეთქება მოხდა, მათი უმეტესობა – სტოკჰოლმში. პოლიციის მონაცემებით, აფეთქებების მიზეზებია კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტები, ასევე გამოძალვის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, ბიზნესის მფლობელებისგან, მაგრამ ასევე კერძო პირებისგანაც. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აფეთქებები „შიდა ტერორიზმად“ შეაფასა. შვედეთის იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა 30 იანვარს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც მედია წერს, ამ სიტუაციის ფონზე საკონსულტაციო კომისია შვედეთის მთავრობას სთავაზობს, დროებით გაამკაცროს სასჯელი მძიმე დანაშაულებისთვის 14 წლის ასაკიდან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)