01:03 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:44:53, 402 ნახვა

მსოფლიო
გრენლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს

გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოკითხვის თანახმად, რომელიც დანიურ გაზეთ Berlingske-ში გამოქვეყნდა, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ მათი არქტიკული კუნძული აშშ-ის ნაწილი გახდეს, 6% ემხრობა, ხოლო 9%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება.

გამოკითხვა ჩაატარა კომპანია „Verian“-მა დანიური გაზეთისა და გრენლანდიური ყოველდღიური გაზეთის Sermitsiaq-ის დაკვეთით.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს.

„მოხარული ვარ, თუ გამოკითხვა იმის გამოხატულებაა, რომ ბევრ გრენლანდიელს სურს დანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics