13:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 10:17:47, 1229 ნახვა

სამართალი
ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც 2015 წელს "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.

პროკურორის თქმით, პროცესზე საუბარი პერსონალური მონაცემებს შეეხება, კერძოდ კი, "ბანკი ქართუსა" და კლიენტს შორის შეთანხმებებს, რაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. მისი განმარტებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის. ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არაფერია დასამალი და სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვისთვის კანონმდებლობით საჭირო მოთხოვნები არ არსებობს. მახარაშვილის თქმითვე, საუბარი შეეხება სესხის თანხასა და პროცენტებს, რაც ისედაც საჯაროდაა ცნობილი.

პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ სხდომა "აუცილებლად უნდა იყოს საჯარო".

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გელაშვილის განმარტებით, რიგი საკითხები შეიძლება გამომჟღავნდეს, რის გამოც სხდომა დაიხურებოდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986

ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics