01:02 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 08:52:52, 368 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტა მოხდა - დაღუპულია 7, დაშავებულია 10 ადამიანი

ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, მაჰა კუმბ მელას რელიგიური დღესასწაულის დროს, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მომლოცველები მდინარეში განბანის ცერემონიას ასრულებდნენ.

სიტუაციის გასაკონტროლებლად და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილზე სწრაფი რეაგირების ძალები გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უტარ-პრადეშის მინისტრს, იოგი ადიტიანათს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიეღოთ საჭირო ზომები დაზარალებულთა დასახმარებლად.

მომხდარის მიზეზები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

მაჰა კუმბ მელა ინდუისტური რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იმართება და მილიონობით მომლოცველს იზიდავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics