07:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-06 12:33:06, 590 ნახვა

საზოგადოება
სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და მზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.

"ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერთან ერთად დღეს საგზაო სამუშაოებზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics