15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 16:00:29, 498 ნახვა

საზოგადოება
ნონა ქურდოვანიძე - დღეს ვნახე მზია ამაღლობელი, აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად

დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლობის გამო, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელის სათქმელს წარმოადგენს ის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში უსამართლობის თანაზიარი გახდება.

“დღეს ვნახე მზია ამაღლობელი. აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის, უსამართლობის გამო.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ესაა მზია ამაღლობელის სათქმელი“, - წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics