|
2016-03-05 12:37:10, 499 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი
მთავრობაში არავითარი ცვლილება არ იგეგმება, ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი არ მესმის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. "არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი არ მესმის. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ რატომ უნდა ამყოფო საზოგადოება მუდმივად ისტერიაში არ მესმის. არავითარი ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი 2016 წლის არჩევნებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)