|
2016-03-05 11:00:20, 578 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეაბრეშუმეობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შუა აზიიდან საქართველოში შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების მოსახლეობისთვის ორგანიზებულად დარიგების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიება და მათთვის ნარგავების მოვლისა და ფორმირების შესახებ კონსულტაციების გაწევა. როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია აღნიშნული ნერგების სანერგეში დარგვა და თუთის ნამყენი ნერგების წარმოება. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები. მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. მებრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)