|
2016-03-05 10:46:12, 601 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ სიტყვით გამოვიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში" სიტყვით გამოვიდა. სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანი საქართველოდან ერთადერთი ქალბატონი იყო, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.მან საკუთარ კარიერასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამართალდამცავ უწყებებში ქალის როლის მნიშვნელობას. კონფერენცია უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად საქართველოში ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა. წელს ღონისძიებას 19 ქვეყნის პოლიციელი ქალი დაესწრო, მათ შორის პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)