18:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 22:19:44, 630 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო

''სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო'' - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არიან გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას.

"სამოქალაქო აქტივობას მე ვერ აღვნიშნავ ნამდვილად. დღეს მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოთმინებისთვის, რადგან სწორედ მოსახლეობამ მოგვცა მთავრობას მანდატი, რომ გვეწარმოებინა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. თუმცა ჩვენ ქვეყანაში არიან გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას, ზოგადად ამ დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ დემაგოგიასა და სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებებით უნდათ წარმოაჩინონ თითქოს საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. სხვათა შორის ესენი არიან იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ამბობდა, რომ ამ მაგისტრალის რუსეთზე მიყიდვით არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, ჩვენ მიერ დამატებითი მოცულობების შეძენაზე კი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი." - განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics