13:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 14:30:49, 481 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო დავას, რომელსაც შვეიცარიულ ბანკ Julius Bear-ის წინააღმდეგ იწყებს.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, სამწუხაროა ის ქმედებები, რომელსაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი მიმართავს.

„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია, შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics