|
2025-01-19 08:34:03, 369 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში
საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო. და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟმების დანიშვნაში მდგომარეობს, და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ. და ეს იქნება კითხვა [აშშ-ის] შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს - ენერგეტიკის მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალურ აზიამდე გზას, და ქვეყანაა, რომელიც არსებითად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ციხესიმაგრე იყო. საქართველო, სომხეთთან ერთად, - ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, - მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. და ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ციხესიმაგრე ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)