03:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 18:44:52, 882 ნახვა

ეკონომიკა
ნიკა გილაური - ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს ჩვენ არც თუ ისე მარტივი წელი გვექნება.

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ნიკა გილაური თქმით, საქათველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ნელნელა აისახება ბიზნესზე.

„ჯერ კიდევ არ ასახულა ის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა, ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს ჩვენ არც თუ ისე მარტივი წელი გვექნება.  იქიდან გამომდინარეც, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც უკეთესი არ არის. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ასევე პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად, კითხვის ნიშნები ისმება, იმ ციფრებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი და გათვალისწინებული აქვთ 6 პროცენტიანი ზრდა, რაც არარეალისტურად ჩანს და ისმება კითხვა, როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას, ამ კრიზისთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანია ახალი არჩევნები. ნებისმიერი წნეხი, რომელიც დააჩქარებს ახალ არჩევნებს, ქვეყნისთვის დადებითია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

ცნობისთვის, თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები უკვე ერთი საათია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics