16:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 15:36:59, 464 ნახვა

სამართალი
ირაკლი დგებუაძისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე.

ცნობისღვის, გუშინ საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა იმ არასათანადო მოპყრობაზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ განახორციელა. მათ შორის ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics