|
2016-03-04 15:04:18, 514 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დღეს ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე ორი ობიექტი დაათვალიერა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისისამ ქუჩაზე, N11-ე კორპუსის ეზოში, ასევე კორპუსთან მისასვლელ ცენტრალურ გზაზე სპეცტექნიკა უკვე მუშაობს, მოხსნილია გზის ძველი, დაზიანებული საფარი და გრუნტის ტკეპნა მიმდინარეობს. ამ ობიექტზე ასფალტის საფარის დაგება სულ 4,600 მ2 ფართობზე იგეგმება. მათივე ინფორმაციით, გამგებელს კორპუსის მცხოვრებლები შეხვდნენ და სასმელი წყლის მილის ხშირი დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ბექა მიქაუტაძემ მათ განუმარტა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების გარეშე არც ერთ ობიექტზე არ მოხდება ასფალტის საფარის მოწყობა. ბექა მიქაუტაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N20ა-შიც იმყოფებოდა, სადაც ასევე გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. კორპუსის შიდა ეზოში ამ მისამართზე ასფალტი სულ 2817მ2 ტერიტორიაზე დაიგება. გამგებელი შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა და სამუშაოების დასრულების ვადებით დაინტერესდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ობიექტზე მუშაობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარიმართოს. „ამ მისამართებზე კომპანია იბერია მუშაობს. სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია როგორც ხედავთ და ტექნიკაც სრული დატვირთვით მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე კვირაში აქ გზის მოასფალტება უკვე დასრულებული იქნება. სამუშაოების შესრულებისას ძირითადი დაბრკოლება სწორედ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას უკავშირდება, რადგან თითქმის ყველა ობიექტზე ვაწყდებით პრობლემებს, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე არ იყო დაფიქსირებული,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერია“ აწარმოებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)