|
2016-03-04 14:16:17, 412 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა - ერთა ლიგა დაიშალა ბოლოს და ბოლოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ერთიანი და გუნდური პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მართალია, თითოეული მინისტრი საკუთარ უწყებას ხელმძღვანელობს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება გუნდურად ხდება. „პირველ რიგში პრემიერმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობის ერთიანი და გუნდური პოზიცია, იმიტომ, რომ მთავრობა ეს არის ერთიანი გუნდი, მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად, ხდება მთავრობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი იყოს ინფორმირებული დეტალურად იმაში, თუ რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე, პარლამენტი არის ერთიანი ორგანო, რომელიც ირჩევს ამ მთავრობის გუნდს, ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის, ყველა სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. „მაგრამ თუ მოხდა რამე ცვლილება, ესეც ჩვეულებრივი ამბავია და ამის წინაც გავაკეთეთ ნახევრად ხუმრობით განცხადება, გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა და ერთა ლიგა დაიშალა ბოლოს და ბოლოს”, - განმარტა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)