|
2016-03-04 12:39:42, 378 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ვრჩები თანამდებობაზეც და კოალიციაშიც
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თანამდებობაზე და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას-რჩებით თუ არა პოსტზე და კოალიციაში, უპასუხა, „რა თქმა უნდა“. ხიდაშელი პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ თემაზე კოალიციის ორივე სუბიექტმა-„რესპუბიკელებმა“ და „ქართული ოცნების ლიდერმა მკაფიო განცადებები გააკეთეს: „მე ვფიქრობ, ნათლად იყო განცხადებები ამ თემაზე გუშინაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან. ამიტომ, ვისაც უნდა გაიგოს, რა მოხდა. არამგონია, რომ აქ რაიმე რთული გასაგებია. ამის შესახებ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ორივე მხარემ, კოალიციის ორივე სუბიექტმა-„რესპუბლიკელებმაც“ და პრემიერმინისტრმაც კოალიცია „ ქართული ოცნების“ ლიდერმა, გააკეთეს ეს განცხადებები“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდა, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ: "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)