|
2025-01-14 13:54:15, 450 ნახვა
სამართალი
ბათუმის სასამართლოსთან მზია ამაღლობელის პატიმრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ. აქციაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველები მონაწილეობენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა, უსამართლობა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
აქციაზე ისმის შეძახილები: „რუსებო,“ „თავისუფლება მზიას!“ მომიტინგეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)