|
2025-01-14 12:19:13, 441 ნახვა
საზოგადოება
ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. „საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)