05:40 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 15:47:43, 341 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის არსებითი მზადება არ მიმდინარეობს

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის რაიმე "არსებითი მზადება" არ მიმდინარეობს. 

"მრავალი ქვეყანა გვთავაზობს მომსახურებას, როგორც შეხვედრის ჰიპოთეტურ ადგილს. თუმცა ჯერ  ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერჯერობით ამისთვის რაიმე არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს ნათელი პოლიტიკური ნება და თანხმობა იმის შესახებ, რომ ასეთი კონტაქტები აუცილებელი და ხელსაყრელია". - თქვა პესკოვმა იმ ლიდერების განცხადებების შესახებ საუბრისას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, პუტინისა და ტრამპის შეხვედრას თავიანთ ქვეყნებში უმასპინძლონ. 

პესკოვმა დაამატა, რომ ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics