|
2016-03-04 09:58:17, 370 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მიზნების მიღწევაში ერთიანნი უნდა ვიყოთ
საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა კონცენტირება იმ უმნიშვნელოვანეს ამოცანებზე უნდა გააკეთოს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. კვირიკაშვილის მოწოდებაა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნების მიღწევაში ერთიანი იყვნენ: „არჩევნებამდე ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას, თუ კოალიციაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მარალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოდ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი”
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)