06:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 16:57:09, 445 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება - სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ბრძოლის გასაგრძელებლად და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

„ჩვენ ვნახეთ 13 ადამიანი, რომელიც გუშინ დაიღუპა ზაპოროჟიეში, ისინი იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ აქტიურობდნენ ომში და მათ დაარტყეს ქალაქ ზაპორიჟიეზე რუსეთის თავდასხმისას. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. მაგრამ ეს ასევე გლობალური კონტექსტია და გლობალური კონტექსტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში, რათა ერთ დღეს, როდესაც უკრაინის ინიციატივით დაიწყება მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი, ისინი ამისთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, როდესაც ეს მოლაპარაკებები დასრულდება, იმას, კარგი გარიგება დაიდება თუ არა, თვალყურს ადევნებენ ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელები, ირანი და, ცხადია, თავად რუსეთი.

„მთელი მსოფლიო უყურებს. ასე რომ, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს“, - აღნიშმა რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics