|
2025-01-09 15:27:08, 438 ნახვა
სამართალი
ნიკა კაციას წერილი ციხიდან - ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია
სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს, ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია - ამის შესახებ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანი, ნიკა კაცია ციხიდან "ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში წერს. სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მისთვის საკნის შეცვლის მიზეზი არ განუმარტავთ. ტელეწამყვანის თქმით, გრძნობს პრესინგს:
დაკავებულის ადრესატები კრიტიკული მედიის ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც 43-ე დღეა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უწყვეტად აშუქებენ:
ამის პარალელურად, პროევროპულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ნიკა კაციას ოჯახი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს - როგორც ტელეწამყვანის ძმა, ლაშა კაცია ამბობს პატიმარს, აკრძალული აქვს ტელევიზორის ყურება და სასეირნოდ გასვლა. ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)