06:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 11:19:08, 357 ნახვა

მსოფლიო
დღეს აშშ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის ახალ პაკეტს გამოაცხადებს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.

„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც, დაახლოებით, 50 მოკავშირისგან შედგება 2022 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის მიერ შეიქმნა. ჯგუფის მიზანია ერთად იმოქმედონ და დააჩქარონ კიევისთვის იარაღის მიწოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics