15:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 18:54:46, 467 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ვისოლის ფხაკაძეები და კალაძე მილიონიან გარიგებას აფორმებდნენ თბილისელების ხარჯზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს 2.6 მილიონი ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც კალაძე სამშენებლო ნებართვებს მისცემდა, რაც 15-17 მილიონი ლარის ღირებულების იყო. ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე, ერთი საკითხის კოეფიციენტის მომატებით, 12-15 მილიონი ლარი გაუჩინარდა.

“ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში გადაიხდიდა 2.6 მილიონამდე ლარს და სამაგიეროდ მიიღო 15-17  მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვა. ერთი საკრებულოს სხდომა, ერთი საკითხი, ერთი კოეფიციენტის მომატება და ააორთქლეს 12-15 მილიონი ლარი. ამიტომაც არიან ჩუმად და უჭერენ მხარს დე ფაქტო ხელისუფლებას.” - წერს ხაბეიშვილი. 

მან ასევე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია შეიმუშავებს სარჩელს და აუცილებლად გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ხაბეიშვილი ამ ფაქტს კორუფციისა და პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ახასიათებს, მიუთითებს რუსეთის პოლიტიკისადმი მხარდაჭერასა და ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ახალგაზრდების რუსთაველზე წამების ფაქტის შემდეგ, ამ საკითხის სასამართლოში განხილვასა და სარჩელის მომზადებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics