06:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 12:31:48, 380 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარო მინისტრი - ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს

ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.

„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics