3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.   

            

" />
07:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 12:26:02, 619 ნახვა

საზოგადოება
დედის დღეს ვაკეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.   

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. რაიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც სამი ან სამზე მეტი შვილი ჰყავთ, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. ქალბატონებს ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები და კონსულტაციები: ქირურგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ნევროპათოლოგის, უროლოგის კონსულტაცია. ასევე, ექოსკოპიური და ოფთალმოლოგიური კვლევები; პაპტესტი, კარდიოგრამის გადაღება და სხვა  სამედიცინო მომსახურება.

„ვფიქრობ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედებისათვის დღევანდელი აქცია საუკეთესო მხარდაჭერაა. ვაკის გამგეობასა და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ვაკის რაიონის მცხოვრებლებისთვის მომავალშიც ჩატარდება მსგავსი აქციები“, -  განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

როგორც „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ ხელმძღვანელი ხათუნა გარდაფხაძე აღნიშნავს, აქციის ფარგლებში მიღებული სამედიცინო მომსახურების გარდა, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს მედიკამენტები და კლინიკის ფასდაკლების ვაუჩერებიც გადაეცემათ. ვაუჩერებით სარგებლობა ქალბატონებს წლის ბოლომდე შეეძლებათ.

აქცია „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“ დილით დაიწყო და ბოლო ბენეფიციარის მიღებამდე გაგრძელდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics