|
2016-03-03 09:32:50, 344 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში, პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის ვალდებულების მიმართ საქართველოს ნატო–ს წევრად გახდომის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. ალიანსის წევრებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება. ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს და გამოიხატა მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება ამ მიმართულებით. ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. სხდომაზე განხილული იქნა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. გამოიხატა მზადყოფნა გადაიდგას ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ელჩებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" აქტიური ჩართულობისთვის და „სწრაფი რეაგირების ძალებში" მონაწილეობისთვის. ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელობა და მისი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფის პროცესში. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)