08:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 12:40:24, 468 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - აშშ იშლება, დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს

აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია“, - წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპს კონკრეტულად ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ამერიკელების დასაცავად „თავიანთი საქმე არ გაუკეთებიათ“.

„ახლავე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. 20 იანვარს შევხვდებით. MAGA!“ - წერს დონალდ ტრამპი.

 

ცნობისთვის, აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics