|
2016-03-02 23:19:42, 747 ნახვა
სამართალი
პაპიძის დედამთილი: კარი როცა გავაღე, სისხლიანი ხელები ჰქონდა და მომაძახა ორივე გარეთ ყრია დასისხლიანებულიო
ომარ ქაფიაშვილის დედამ ნანუკას შოუს პირველი ინტერვიუ მისცა. მაგდა პაპიძის დედამთილი მკვლელობის ღამეს იხსენებს. "ჩემი მეზობლები იყვნენ ჩემთან დაახლოებით 9-სკენ. 10-ის ნახევრისთვის შემოვიდა მაგდა და რომ შემოვიდა, ეჭირა იატაკის ჩვარი. ბავშვი რომ არ მოჰყვა, ვკითხე პატარა სად იყო. მან მიპასუხა, რომ ასე მითხრეს – წავიქეიფებთო, ხაჭაპური მოუნდა ბავშვს, სურვილი აუსრულა და წაიყვანაო. ეს ძალიან მშვიდად მიპასუხა. ამ დროს იყო მშვიდი, არ იყო ანერვიულებული. შეიტანა იატაკის ჩვარი, რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს კარგად, რომ ის გარეცხა. არავითარი ეჭვი არ დამბადებია, რადგან ყოველთვის, დაწოლის წინ ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა – გამოწმენდდა იატაკს და ისე წვებოდა. ჩვენთან არის "ვანა"-ტუალეტი და სხვაგან არ ჰქონდა მას საშუალება გარეცხვის. საერთო აბაზანა და საერთო სამზარეულო გვქონდა. ამ ჩვრის შემდეგ შემოიტანა მადუღრაა და გრაფინი და წყალი წაიღო – ესეც ჩვეულებრივად მივიჩნიე, რადგან წყალს აცხელებდა და ბავშვს ბანდა ან ჩაისთვის იყენებდა. ეს წყალი რომ გაიტანა, კიდევ დავინტერესდი, თუ მოვიდნენ, მაგრამ არ მოსულანო. მეზობლები ისევ აქ იყვნენ, რომ სარეცხის გამოღების შემდეგ დივანის გადასაფარებელი შემოიტანა, რომელიც ექსპერტიზამ წაიღო მეორე დღესვე. შეაგდო მანქანაში. რამდენიმე წუთის მერე მეზობელმა მკითხა სარეცხს რა ფერი აქვსო. რომ შემოვტრიალდი, შუშაზე იყო ვარდისფერი ქაფი. მე თვითონ გავწმინდე ეს ქაფი", - აღნიშნა ლილი მინდიკაურმა. მინდიკაური იხსენებს, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ მას მაგდა პაპიძემ შეატყობინა. მინდიკაური ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მანქანაში იყო ჩაკეტილი ხოლო მისი შვილის გვამი სადარბაზოს შესასვლელში იყო. "12 საათი როდესაც გახდა, ვუთხარი, გურიკას დაურეკე, იქნებ იქ არიანო. მეურნეობაში ცხოვრობს, ომარის ძმაკაცია და ხშირად ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვი. ვერ დავურეკავო – მითხრა, რადგან როცა ვურეკავ მიბრაზდება, რას მამოწმებო. ამის შემდეგ მე თვითონ გავუშვი ზარები, არ მქონდა დასარეკი. როდესაც ზარს ვუშვებდი, არ არსებობდა მას ჩემთვის არ ეპასუხა. ამის შემდეგ აღარც შემოსულა. ტახტზე ვიჯექი, ველოდებოდი და უკვე 2 საათი იყო. დავურეკე მაგდას და მითხრა ჩამძინებიაო. მითხრა, რომ არაო ცუც, არ მოსულანო. მანქანით ვერ გავალ, პატრულის მეშინიაო, თუმცა მანქანით ჩვეულებრივად დადიოდა, და ისე გავალ, გავხედავო. შევთავაზე მეც გავყვებოდი, მაგრამ გამითიშა. გავაღე კარები და იმ წუთში გამოვიდა მაგდაც, მესიჯი მომწერა უნდა ავიდე "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურთანო და ჩამოვიყვანო. დავბრუნდი სახლში, გადავკეტე კარები და ველოდებოდი. არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, აზრზე მომიყვანა კარების ბრახუნმა. რა ხდება მეთქი და მიშველეო. კარები როცა გავაღე, სისხლიანი ხელები ჰქონდა მაგდას და მომაძახა ორივე გარეთ ყრია დასისხლიანებულიო. გავვარდი გარეთ და გასასვლელთან ეგდო ომარი. მივედი, ომარი მეთქი ვეძახდი, მაგრამ სულ გაყინული იყო და ის მხარე, რომელიც დარტყმული ჰქონდა მარჯვენა მხარეს, სულ სველი იყო. სისხლი არსად არ ჰქონდა, მხოლოდ სველი იყო. დავიწყე კივილი. ამ დროს მაგდა არ მახსოვს სად იყო. კივილის შემდეგ, გამახსენდა ბავშვი. უკნიდან გავიგე მაგდას ხმა – თოკო მანქანაშიაო. ბავშვი სავარძლებს შუა იყო ჩაკეცილი და სანამ ამოვწიე და ამოვიყვანე ბავშვი, ბავშვი იყო თბილი. ჩავისვი კალთაში. თოკო ისე იყო, თითქოს ეძინა. მეგონა გული ჰქონდა წასული. ამის შემდეგ, სასწრაფომ თქვა ორივე მკვდარიო, მეზობლებმა ოთახში შემიყვანეს. ნახევარი საათის შემდეგ პოლიციელებმა წამიყვანეს განყოფილებაში, დიდ დიღომში," - განაცხადა მინდიკაურმა. ცნობისთვის, გამოძიება მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)