|
2024-12-30 10:54:55, 338 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით ისეუბრა,მისი თქიმით არ შეიძლება ბიზნესი შეიჭრას პოლიტიკაში, ისევე, როგორც სახელმწიფო არშეიძლება ჩაერიოს ღრმად ბიზნესში. მისივე თქმით აღნიშნა, 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ყველა თემაზე შედგა საუბარი. „ჩვენ ყველაფერზე გვქონდა საუბარი ამ ადამიანებთან, ჩვენი პრინციპები კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ. ბიზნესი არის თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, ეს არის 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და მიღწევა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი თვისებრივად არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც არის თვისებრივად, თავისი არსით პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი. ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში, მაგრამ ზოგადად პრინციპები არის დასაცავი", - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)