17:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 17:06:33, 358 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. იგი ასევე შეხვდება ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსს. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics