17:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:14:08, 341 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ხაზარაძის განცხადებაზე - ეს ადამიანები ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან, მათ ქართული არაფერი გააჩნიათ

ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ხელმძღვანელების დავალებებს ასრულებენ და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  პარტია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც მან ჯარს მოუწოდა, პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართული არაფერი გააჩნიათ.

„ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ ქართული არაფერი გააჩნიათ. ისინი დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახებს. აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, პირდაპირ უნდა შეასრულო ხელმძღვანელების დავალებები გარედან, რასაც აკეთებენ კიდეც. ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ და სჩადიან თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics