|
2016-03-02 10:44:42, 366 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა
ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაერო-ს უმაღლეს კომისარის მოადგილესთან ლტოლვილთა საკითხებში კელი კლევენტსთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)