17:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 23:20:11, 407 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები აირჩია ომში წასასვლელად

''ივანიშვილმა რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები აირჩია ომში წასასვლელად'' - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა, გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ომში წასასვლელად და სწორედ ასე შეიქმნა კოალიცია. 

''არ არის სიმართლე, რომ ივანიშვილმა ვიღაცის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, გარდა იმისა, ვინც დაჰპატიჯა საკუთარ კოალიციაში. მხარდაჭერას გამოხატავ იმის მიმართ, ვისთან ერთადაც ომში მიდიხარ და ამ ომში წამსვლელად მაშინ ოპოზიციაში იყო ნინო ბურჯანაძე და ნინო ბურჯანაძე არა აურჩევია ბიძინა ივანიშვილს. რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები აირჩია ომში წამსვლელად და ასე შეიქმნა კოალიცია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ საკუთარი არჩევანიც, საკუთარი სიმპათიებიც და საკუთარი ერთგულებაც იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც მე თამამად შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არაფრით არ განმასხვავებს ამ ადამიანისგან,'' - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა საარჩევნო სიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი თავის საარჩევნო სიაში მოხვედრას არ ელოდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics