18:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 12:19:39, 486 ნახვა

პოლიტიკა
კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით ერთი საკითხი სანქციები და მეორე - უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა იქნება

ის მოვლენები, რასაც ახლა ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყანა უნდა მიდიოდეს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.

„ის მოვლენები, რასაც ახლა ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყანა უნდა მიდიოდეს. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი, ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.

ევროკავშირიში 27 ქვეყანაა და თითოეულ მათგანს  თავის მოსაზრებები აქვს. ჩვენ შევთავაზეთ იმ ადამიანების სია , რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ იმისათვის, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას მიმართავენ “,- განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics