|
2024-12-14 14:10:52, 446 ნახვა
პოლიტიკა
„ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!“ - პარლამენტის შენობის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა [ვიდეო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა. მარშის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, წარწერით „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ, არაერთი სხვა მსვლელობაც შეუერთდა. შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)